06.08.2010

ხვალ ანაკლიაში სტუმრებს ელოდებიან


ხვალ 15.00 საათზე ოპიციალურად გაიხსნება 110 ადგილიანი სასტუმრო ,,ანაკლია" და 20 კილომეტრიანი ბულვარი განმუხურში. მოხდება კიდევ ერთი ახალი სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაც.
ანაკლიის სტუმრებს –სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს, ცნობილ სახეებს, ნიკა მემანიშვილის ბენდი გაულამაზებს საღამოს.
ღონისძიებაზე წინასწარ არ იგეგმება პრეზიდენტის ჩამობრძანება, მაგრამ მოსახლეობა, რატომღაც მას ანაკლიაში ისევ ელოდება.
განახლებული კურორტის სეზონი არაოფიციალურად უკვე გახსნა რამდენიმე დღის წინ აქ ჩამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ალბათ მეტი სანდოობისთვის, საკუთარი შვილიც აჭყუმპალავა ანაკლიის ზღვაში. თან მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა–ბულვარი, სასტუმროები, ერთ–ერთი სასტუმროს რამდენიმე ნომერიც ნახა, მერე იქიდან განმუხურში გადავიდა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში იქ სამშენებლო სამუშაოები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს–იქაურობას ყოველ დღე სტუმრობს სამეგრელოს გუბერნატორი–ზაზა გოროზია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას კი, ერთი წუთითაც არ დაუტოვებია იქაურობა. შეინიშნება მშენებელთა განსაკუთრებული გულისხმიერება და შრომისნაყოფიერება,–ხარისხი და აკურატულობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კურორტი ანაკლია დღითი დღე პოპულარული ხდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий