14.05.2011

ბლოგებში ,,შეგდებული" ოფლდამდენი განწყობა პეგი რეილი, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინგლისურის მასწავლებელია। ჩემი ახლობლები მიმტკიცებენ, რომ ის ყველაზე კარგი უცხოელია ზუგდიდში। აღმოჩნდა, მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ერთდროულად დავინტერესდით ამ ქალბატონით,_უფრო სწორად იმით, თუ რას და როგორ ხედავს პეგი ჩვენს ქალაქში. მისი ბლოგის დათვალიერების შემდეგ, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ... თუ რატომ, ამაზე დროებით გადავდოთ საუბარი.... მანამდე კი... მიადევნეთ თვალ-ყური პეგი რეილის ბლოგს http://peg-reilly.blogspot.com/ ბლოგი დღიურს ნიშნავს, ყველა ჩამოსულ მასწავლებელს აქვს თავისი ბლოგი ... მათ არ ეზარებათ დღიურების წერა და თავიანთი განწყობების ონლაინში ,,შეგდება"। ნახეთ ,,რანი ვართ" და როგორ გრძნობენ თავს ჩვენთან ჩვენი სტუმრები... ეს შენობა ფოტოზე, პეგის მორიგი აღმოჩენაა ,,შუაგულ" ზუგდიდში.


მე ამ შენობას დღეში რამდენჯერმე ვუვლი გვერდს, მაგრამ... მართლა გვერდს ვუვლი რა... ვერც ვამჩნევ, ეტყობა, შევეჩვიე. მის პატრონს კი მიავიწყდა... აი, უცხოელმა ქალბატონმა კი შეგვახსენა... რატომღაც ოფლმა დამასხა!

Комментариев нет:

Отправить комментарий