18.04.2012

პარკირება და პრობლემები

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი პარკირებასთან არსებულ პრობლემებს ეხმაურება. ხვალ, 2012 წლის 19 აპრილს, ხუთშაბათს, 12:00 სთ-ზე დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრი გამართავს დისკუსიას თემაზე: ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების სიმცირე ქალაქში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მოგვარების გზები.მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილობრივ მთავრობის წარმომადგენლებს მიმართონ შეკითხვებით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.თვითმმართველობის წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ მიმდინარე გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდებიან წარმოდგენილ თემას და განუმარტავენ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს დამსწრე საზოგადოებას. დასწრება თავისუფალია.

Комментариев нет:

Отправить комментарий