
გუნდები სპეციალური სიგელებით ჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. თუ რომელიმე ბაღის გუნდმა ოთხსავე ნომინაციაში გაიმარჯვა, სწორედ ის ითვლება ,,ყველაზე ჭკვიან" გუნდად. როგორც ლუიზა ნაჭყებია ამბობს, კონკურსში წარმატებით ასპარეზობენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც. ,,შარშან საუკეთესოები სწორედ სოფლების: ჩხორიისა და ზედაეწერის საბავშვო ბაღების გუნდები იყვნენ."-შენიშნა სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა. ,,ყველაზე ჭკვიანის" კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის გაკეთების ვადა 17 აპრილს იწურება. კონკურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ,,ყველაზე ჭკვიანი" პირდაპირი პასუხია იმ კონკრეტული ჯგუფების მიმართ, რომლებიც ხშირად აცხადებენ, რომ ჩვენს ბაღებში ბავშვებს მხოლოდ აჭმევენ და მწყემსავენ,"-გვითხრა ლუიზა ნაჭყებიამ.
Комментариев нет:
Отправить комментарий