08.05.2012

ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე, ზუგდიდში, ალასანია და ნავარო იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შედგა. სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ ნატრული აკობიამ  განაცხადა, რომ „სერგო ჩაჩიბაიას ეტაპირება ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვიანდება გაურკვეველი მიზეზების გამო“.  რამდენიმე წუთში, ბადრაგის თანხლებით შემოსულმა განსასჯელმა განმარტა, რომ მას არ სურდა დღევანდელ პროცესზე დასწრება,
ვინაიდან თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მისი სურვილი არ გაითვალისწინა. სერგო ჩაჩიბაიას თქმით, მას ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დღეს დილით აღმოუჩინეს, თუმცა როგორც თავად განაცხადა, ის ამ წუთებშიც თავს ცუდად გრძნობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. განსასჯელის გასინჯვას სერგო ჩაჩიბაიას მეუღლე და ადვოკატები ესწრებოდნენ. მოგვიანებით, ჩაჩიბაიას ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განაცხადა, რომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის გადადების თაობაზე. მისივე თქმით, სასამართლო სხდომა 14 მაისს 12 საათზე დაინიშნა. დღეს, სასამართლოს დარბაზში  იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავარო, სასულიერო პირები, მათ შორის სერგო ჩაიბაის მოძღვარი გიორგი გულორდავა. შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია, რომელიც ირაკლი ალასანიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად 4 მაისს გამოაცხადა, 25 მარტს, პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევის და ცივი იარაღის ტარებისთვის ქალაქის ერთ-ერთ ავტოსერვისთან დააკავეს.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий