02.09.2010

მოსალოდნელია ფასების ზრდა საერთოდ პურ პროდუქტებზე

ეს საზოგადოების პროგნოზია. თუმცა ამ წუთებისათვის, ზუგდიდის ბაზარში ფასი მხოლოდ პურს მოემატა. ჯერ–ჯერობით იგივეა სხვა პურ პროდუქტების–ფუნთუშეულის, ნამცხვერების, ორცხობილების ღირებულება. ელოდებიან კი ფასების მომატებას,–რასაც ახლა ვყიდით, 2–3 დღის წინ შეძენილი საქონელია. სავარაუდოა, ახალ პროდუქტს რომ მივიღებთ, ახალი ფასები შემოგვთავაზონო,– ამბობენ ზუგდიდის სუპერმარკეტის–ცენტრალური ბაზრის–პურის გამყიდველები. საზოგადოების რეაქცია პურის ფასების მომატებასთან დაკავშირებით უარყოფითია, მაგრამ უკიდურესად ემოციური და დაძაბული არა. თითქოს ელოდნენ ფასის აწევას და შეეგუვნენ, ან თითქოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ სჯერათ რომ ასეთი მაღალი ფასი შენარჩუნდება პურზე და ფიქრობენ–დროებითიაო. სამეგრელოში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სიმინდი–ღომი და ყოველი მოსახლე, ყოველდღე შეიძლება არა, მაგრამ ყოველ მესამე დღეს აკეთებს ღომს, პურს მაინც ყოველდღირად ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ ფასმა აიწია, გამყიდველები, ამბობენ, რომ პური ჩვეულებრივად იყიდება, როგორც სხვა დროს, როგორც წინა დღეებში.

ინფორმაციისათვის: ზუგდიდის ბაზარში რამდენიმე ყოველდღიურად აუცილებელი პროდუქტის ფასი დღეისათვის –2 სექტემბრისათვის ასეთია:

შაქარი–1.80–1.90.

ყველი–10.00 /სულუგუნი/; ჭყინტი /6.50. 7.00/;

ხორცი–7.00–8.00;

სიმინდი– 13.00 –16.00 /1 ფუთი/;

სიმინდის ფქვილი–1.50–2.00

ზეთი–3.50–4.00

ერთი ტომარა პურის ფქვილის ღირებულება 54–56 ლარია, საგრძნობლად აიწია ქატოს ფასმაც–ერთი ტომარა თუ ადრე 6.00 ლარი ღირდა, ახლა მიმა ფასმა 12.00 ლარს მიაღწია.

და კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც ,,თავისფლების ხმის" ვებ გვერდზე დაიდო– ,,რუსეთი ხორბლის ექსპორტზე აკრძალვას ამსუბუქებს. ოფიციალური განცხადებით, მას შეუძლია საერთაშორისო კონტრაქტების გაფორმება და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა. რუსეთის მთავრობამ დღეს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ 2 კვირის წინ დაწესებული ემბარგო ხელს არ შეუშლის მისთვის მოთხოვნილ სამოქალაქო და სამხედრო ექსპორტს. ბრძანებულებაში ასევე ნათქვამია, რომ მარცვლეული შესაძლოა გამოიყენებოდეს როგორც ჰუმანიტარული დახმარება ასევე ბუნებრივი კატასტროფების აღმოფხვრის საშუალება." მაგრამ საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ უკვე იპოვა ისეთი პარტნიორი ქვეყანა, რომლისგანაც იფად და სტაბილურად შემოიტანს ხარისხიან ხორბალს.



Комментариев нет:

Отправить комментарий