კამპანია, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებისადმი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ისახავს მიზნად.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მოთხოვნით ორგანიზაციები პეტიციას ავრცელებენ.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მოთხოვნის პეტიცია
,,ეს შენ გეხება"
,,ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს. კანონის სულისკვეთებაა: კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი ან იმოქმედებ, მინიმუმ - პრობლემა არ შეგექმნას და მაქსიმუმ - არ დაგიჭირონ. თუ შენ მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და შენი ორგანიზაციის წარმომადგენელი დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, ძალა და მიაჩნია, რომ ის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის, შენს ორგანიზაციას შეუწყდება დაფინანსება დონორისგან. თუ შენი ახლობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხოვრობს საზღვარგარეთ და გეხმარება მატერიალურად, კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ ხარ რომელიმე პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული, შენ არ გექნება უფლება მატერიალური დახმარება მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქე შენი ახლობლის, ან თუნდაც შენი ოჯახის წევრისგან. თუ შენ ხარ მეწარმე და მხარს უჭერ რომელიმე პარტიას, კონტროლის პალატამ შესაძლოა, ჩაგთვალოს პარტიასთან დაკავშირებულად და სასამართლოში მიმართვის გარეშე დაგიყადაღოს ქონება.”

Комментариев нет:
Отправить комментарий