ზვიად თოლორაიამ იცის, რომ ,,ზუგდიდთან" საუბრის წუთებში ყველა მისი პაციენტი თავს კარგად გრძნობს, რომ მათ აუცილებლად მიხედავენ. თუ ვინმეს კიდევ დასჭირდა დახმარება, მოზრდილთა ქირურგები დაეხმარებიან, მაგრამ ფაქტია, რომ საავადმყოფო ,,რესპუბლიკა", ,,ალდაგი ბისიაის" საკუთრება გასული წლის დეკემბრიდან, თოლორაიას გათავისუფლების შემდეგ, ერთადერთი ბავშვთა ქირურგის გარეშე დარჩა. ზვიად თოლორაიას ქირურგად 30 წლიანი მოღვაწეობიდან, რა თქმა უნდა, გამოცდილებასთან ერთად, ოთხადგაკეცილი ქაღალდი შერჩა, რომელსაც ზედ ,,ბრძანება" აწერია და იუწყება, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2012 წლის 1 აპრილიდან გათავისუფლებულია სამსახურიდან. სინამდვილეში ზვიად თოლორაია 2 აპრილს
გამაფრთხილებელ აქცია'ში მონაწილეობისათვის ,,ორგანიზაციაში არაჯანსაღი გარემოს შექმნისათვის" გათავისუფლდა და ამას თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებასთან თავადვე ადასტურებს ,,ალდაგი ბისიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ივჩენკო. /ისე, რა ტყუილად დამშვრალა თოლორაია 2 აპრილს გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაზე, თუ 1 აპრილს უკვე არ იყო საავადმყოფოს თანამშრომელი/.
თოლორაია ,,ზუგდიდთან" საუბარში განმარტავს, რომ მან და მისმა კოლეგებმა, ორი თვის წინ ჩამოაყალიბეს მოთხოვნა, სადაც საავადმყოფოს ადმინისტრაციას მიმართავდნენ- გაერკვიათ სამედიცინო პერსონალი სახელფასო საკითხებში, ტარიფებში, რადგან გაურკვეველი ცვლილებები შეინიშნებოდა ანაზღაურებაში. ,,სიტყვაზე, თუ ადრე ვიღებდი 2000 ლარს, ახლა მხოლოდ 1300 ლარი მიწევდა. არ მქონდა უფლება მეკითხა-რატომ? ნუთუ ეს ვერ ეტევა დემოკრატიულ ჩარჩოებში?",,პაციენტებისათვის სამკურნალო ტარიფები იზრდება, სამედიცინო პერსონალის ხელფასები კი მცირდება, რატომ?", ,,არანაირ ხელშეკრულებაზე არ მომიწერია ხელი რამდენადაც მახსოვს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი უფლებები, ხომ უნდა ვიცოდე სად ვარ, რა მევალება, თავად რა ვალდებულებებს იღებენ..." ,,არაფერი არ არის ტრაგედია, უმუშევარი არ დავრჩები, სხვაგან ვიმუშავებ, იქ, სადაც ესენი არ არიან... თითქოს არც მიმიწევს უკვე საავადმყოფოსკენ გული..." ,,მას შემდეგ რაც ,,ალდაგი ბისიაის" საკუთრებაში გადავიდა ზუგდიდის საავადმყოფო, პაციენტები სხვაგან გარბიან. იშვიათია გეგმიური ოპერაციები, მხოლოდ გადაუდებელი თუ კეთდება. უხეშად რომ ვთქვათ, გეგმიურია 3-4 ოპერაცია, გადაუდებელი კი 30-40"... ,,ამ ოპერაციებიდან ქირურგები ცოტას ვიღებთ, ძვირადღირებული ოპერაციებიდან 20-25 ლარი. ბოლოს და ბოლოს, თმის სტილისტის მომსახურება ღირს სულ ცოტა 10 ლარი." ერთი სიტყვით, თოლორაიას და მის კოლეგებს ეტყობა ნამდვილად დაუგროვდათ მეპატრონეებთან სასაუბრო, მაგრამ როგორც თოლორაიას ბრძანებიდან ჩანს,-უკვე გვიანია... გარდა ამისა, არსებობს კითხვა- რატომ გაათავისუფლეს მაინც და მაინც თოლორაია და რატომ არა ის 50-მდე ადამიანი /როგორც თოლორაია ამბობს/, რომელიც ხელს აწერს ოფიციალურ პეტიცია-მოთხოვნას ხელფასებთან დაკავშირებით და იმ წვიმიან დღეს- 2 აპრილს მონაწილეობდა გამაფრთხილებელ აქციაში და ზვიად თოლორაიასთან ერთად ქმნიდა ,,არაჯანსაღ გარემოს დაწესებულებაში". თუმცა... თოლორაია ხომ უბრალოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს...

Комментариев нет:
Отправить комментарий