
ჩვენ გვაინტერესებს, როგორ სამოქალაქო საზოგადოებას დავტოვებთ საქართველოში.
გვაინტერსებს, შესძლებთ თუ არა უჩვენოდ იმ
საქმის გაგრძელებას, რაც ჩვენი ფულით დაიწყეთ. მაიტერესებს, დღეს რა ახალი იდეები
გაქვთ. ადრე თქვენი აზროვნება დონორის აზროვნებას უნდა მორგებოდა. დღეს მე თქვენს
წინ ვდგავარ და გეკითხებით–გაქვთ რაიმე ახალი იდეა, რომელიც თქვენს საზოგადოებას
აინტერესებს. დაგიფინანსებთ, მე მოვერგები თქვენს აზროვნებას. კიდევ ერთხელ
გეუბნებით _ მომაწოდეთ საკითხები, რომელიც საზოგადოებრივ კვლევაში პრიორიტეტად
დასახელდა და რეალურ საჭიროებებზეა მორგებული. ფული მაქვს და მინდა მოქცეთ. ...ან
სად არის მედია, რატომ არსად წერთ იმაზე, სად წაიღეს დონორებმა ამდენი ფული, რაში
დახარჯეს ის. ამერიკამ ყველაზე მეტი ფული სწორედ საქართველოს სამოქალაქო
საზოგადოების განვითარებისათვის ჩადო“– ეს სიტყვები G-PAC-ის ნიუიორკელ ხელმძღვანელს ფრონ ნაზს ეკუთვნის, რომელითაც მან ,,ათინათის“
ინიციატივით შეკრებილ დასავლეთ საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს მიმართა.
ფრონ
ნაზი, მზადაა ისევ ჩამოვიდეს ზუგდიდში არასამთავროებთან შეხევედრაზე თუ
საზოგადოების მოთხოვნა იქნება, მაგრამ ის ზოგადად იმედგაცრუებულია დონორების
საქართველოსი მოღვაწეობაზე, რადგან
კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების მხოლოდ ექვსმა პროცენტმა იცის არასამთავრობოების
შესახებ და არ ენდობა მათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий