19.05.2012

შეიქმნება ქალთა განვითარების კომიტეტები


 პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის თანახმად, პარტიებს დაფინანსება გაეზრდებათ იმის მიხედვით, თუ როგორ არიან მასში ქალები წარმოდგენილი, მაგრამ ჯერ ქართველ პოლიტიკოსებს ეს საკითხი არ აღელვებთ და საქართველოში მაინც გენდერული დისბალანსია. საქართველო და უკრაინა იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც პარლამენტსა და თვითმმართველ ორგანოებში ქალები ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლით არიან წარმოდგენილნი. სამეგრელოში კი, „თვითმმართველ ორგანოებში ქალები 2,5%-ით არიან წარმოდგენილნი. ზოგადად, ქვეყანაში მონაცემები 4 და 8%-ს შორის მერყეობს, განსხვავებით სკანდინავიური ქვეყნების მონაცემებისგან, სადაც ქალთა მონაწილეობის ხარისხი პოლიტიკურ პროცესებში 39-43%-ით განისაზღვრა“- ამბობს ვალენტინა გვაჯავა, ასოციაცია ,,დეას" წარმომადგენელი. ასოციაცია „დეას“ ინიციატივით, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ქალების გააქტიურებაზე იმსჯელეს. სავარაუდოდ, ზუგდიდსა და ფოთში შეიქმნება ქალთა განვითარების კომიტეტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდას.

Комментариев нет:

Отправить комментарий