,,ეს მოხდა მეთანის აალების შედეგად, მაგრამ რაც შეეხება მიზეზს, როგორ გაჩნდა იქ ნაპერწკალი და ასე შემდეგ, ამას გამოძიება დაადგენს. სამართალდამცველები მუშაობენ ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს უბრალო დამთხვევა, იმიტომ რომ ეს არის შახტა და აქ დაზღვეული არავინაა, მაგრამ არის სხვა ვერსიებიც.”- იმერეთის მხარის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას ეს განცხადება საინფორმაციო საშუალებებმა უკვე დააფიქსირეს. რა ვერსიებს გულისხმობდა გუბერნატორი და რამდენად რეალურია მათი არსებობა, გამოძიება დაადგენს.
მანამდე კი, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან-27 აგვისტოს სამი მაღაროელი დაიღუპა და შვიდი მძიმედ დაშავდა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. შახტში 11 ადამიანი იყო,-ერთი უვნებელი გადარჩა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დაგროვილი მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია. /მეთანი ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხერხდება/. ნანგრევებიდან დაღუპულებისა და მძიმედ დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები თითქმის 4 საათი გრძელდებოდა.
აფეთქების ადგილის იზოლირება საგამოძიებო სამუშაოების დაწყებისთანავე მოხდა, შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელიც აფეთქების მიზეზების შესახებ დასკვნას, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნებს.
ინფორმაციისათვის,-ამავე მაღაროში მეთანი აფეთქდა 2010 წლის 3 მარტსაც, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. სპეციალური კომისიის დასკვნაში წერია, რომ ავარია გამოიწვია მაღაროელების გაუფრთხილებლობამ - მაღაროელებისა, რომლებმაც ელექტრომოწყობილობა მუშა მდგომარეობაში დატოვეს.

და კიდევ ერთი-სამძიმრის განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა მაღაროში გარდაცვლილებისა და დაზიანებულების ოჯახებს უმალვე მიმართა, არის ასეთი ფრაზაც,-,,მაღაროში დისციპლინა უნდა გამკაცრდეს",-სავარაუდოა, რომ ამ განცხადების გაკეთებისას, მიხეილ სააკაშვილმა უკვე იცოდა იმ ნაპერწკლის შესახებ, რაზეც მასმედიასთან საუბრისას შენიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий