04.05.2012

ზუგდიდის პროკურატურასთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს


prokuratura
ამ წუთებში ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან ძალოვანი სტრუქტურის და საგამოძიებო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობის წინ ვინმე უცნობმა პირმა დადო ასაფეთქებელი ნივთიერება. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, შავი პოლიეთილენის პარკი პროკურატურასთან განათავსა უცნობმა პირმა, რომლის ქმედებამაც დააეჭვა პროკურატურის დაცვის წევრები.
„იგი სავარაუდოდ მაშინვე დააკავეს, რადგან შენობიდან რამდენიმე მეტრში ძალოვანები შეჯგუფდნენ და ადამიანი აიყვანეს“, ამბობს თვითმხილველი. მისივე ცნობით, ძალოვანების მხრიდან ხმამაღლა ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები სავარაუდოდ დაკავებულის მისამართით. თვითმხილველი ამბობს, რომ თითქოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სპეციალური ხელსაწყოთი ადგილზე გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რადგან გაისმა აფეთქების დაბალი ხმა. ამ წუთებში პროკურატურის შენობასთან იმყოფება კრიმინალური პოლიცია, რომლებსაც მოყვანილი ყავთ ძაღლები და დეტალურად ამოწმებენ შენობას. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ტელევიზიებს გადაღების უფლება მისცეს, თუმცა „ლაივპრესს“ წაართვეს ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ. ამასთან ამოუშალეს ყველა კადრი „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტ ოთო დალაქიშვილსაც. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო 

Комментариев нет:

Отправить комментарий