4 მაისს ზუგდიდში ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ჩამოდის და იქკ კულტურის სახლში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შეხვდება. არადა, 4 მაისისთვის ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზუგდიდში კოალიციის შტაბის გახსნას ვარაუდობდნენ.
როგორც ,,თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ალასანია ამბობს, ირაკლი ალასანია ხვალიდან ზუგდიდში სამუშაოდ გადმოდის და საზოგადოებასთან ღია შეხვედრებსაც ხვალვე იწყებს. როგორც გიორგი ამბობს, უკვე გაწერილია ალასანიას ზუგდიდში გრძელვადიანი ვიზიტის სამუშაო დღეები, მაგრამ პარტიის პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე ინფორმაციის გაცემაზე თავს იკავებს. ,,ზუგდიდის" წყაროს ცნობით, ალასანია ერთ–ერთ შეხვედრას, 9 მაისს, ომის ვეტერანებთანაც გეგმავს.

Комментариев нет:
Отправить комментарий