25.06.2010

მეორე ვადით არჩეული ზუგდიდის გამგებელი კაბინეტში ნებივრობას არ აპირებს


ალექსანდრე ქობალია უკვე 5 წელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელია. პირველი ზუგდიდელი ნაციონალის და რევოლუციონერის გრიგოლ ქობალიას ვაჟიშვილი არც თუ ისე ცუდად მოერგო პრეტენზიულ ზუგდიდს და ზუგდიდელებს. ამ ხუთი წლის მანძილზე არაერთ კვანტს და წაჯიკებას გაუძლო და მეორე ვადითაც გახდა გამგებელი.–საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის ახალ თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას ახალი გამგებლის დანიშვნა საკრებულოს წევრებისათვის უნდა შეეთანხმებია, პოზიციამ და ოპოზიციამ ერთხმად მისცეს ხმა ალექსანდრე ქობალიას მეორე ვადით გამგებლად დანიშვნას.
ალექსანდრე ქობალიას არჩევას წინ არაერთი ბოროტი და კეთილი ჭორი უძღოდა როგორც მედიაში ასევე, სხვადასხვა სახელისუფლებო თუ საზოგადოებრივ კულუარებში. მას მხოლოდ ერთი კვირით ჰქონდა შეჩერებული უფლებამოსილება. ორშაბათიდან კვლავ შეუდგება თავის მოვალეობას და როგორც თვითონ განაცხადა ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ფიქრობს ისევ ძველებურად ივლის ქუჩა–ქუჩა და თავად გადამოწმებს გასაკეთებელ თუ გაკეთებულ საქმეებს.–ზუგდიდის გამგებელს ჯერ კიდევ არ აქვს უფლება ინებივროს კაბინეტში. გამგებელი მენეჯერი უნდა იყოს, რომელიც თავის გუნდთან ერთად 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ზუგდიდისა და ზუგდიდელებისათვის–ამბობს ის.

1 комментарий:

  1. ერთმა ზუგდიდელმა კაცმა ალექსანდრე ქობალიზე თქვა რომ ერთი ბლუ, გაუნათლებელი და იდიოტი არსებაა, მამამისის ხათრით აირჩიეს და როგორი ბლუც იყო ისეთი დარჩაოოო

    ОтветитьУдалить