10.08.2010

ნათელი წვეულება ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად


წუთი-წუთზე, შ.დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატულ თეტრში დაიწყება ,,ნათელი წვეულება ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად". როგორც ეს სასიამოვნო, აბრეშუმის ქსოვილისგან დამზადებული მოსაწვევი გვატყობინებს, თეატრი ხურავს მიმდინარე თეატრალურ სეზონს. სტუმრები ჯერ ჭიქა წითელ ღვინოს დააჭაშნიკებენ, შემდეგ კი, გადაინაცვლებენ დარბაზში, დაესწრებიან პრემიერას -ბერნარდ შოუს კომედიას ,,როგორ ატყუებდა ის მის ქმარს" და ახალ სეზონამდე დაემშვიდობებიან ერთმანეთს.
მოსაწვევი აფრთხილებდა ყველას დაეცვათ ეტიკეტი-ქალებს თეთრი სამოსი ჩაეცვათ, მამაკაცებს-თეთრი პერანგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის თეატრალური საზოგადოება განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს მოწვეულ სტუმრებს.
საღამოზე ,,ზუგდიდიც" მიწვეულია.

Комментариев нет:

Отправить комментарий