09.04.2011






წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიის ინიციატივა

,,დიდი ხანია ასე არავინ მოგვფერებია"

ცნობილი პედაგოგი ციალა ქირია არაერთი თაობის აღმზრდელია, თავად პედაგოგების ოჯახშია გაზრდილია და მისთვის მასწავლებლობა პროფესიაზე მეტი იყო ყოველთვის. დღეს მისი მოსწავლეების უმრავლესობა საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები არიან, რადგან ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან ერთად, ქალბატონი ციალა მის აღსაზრდელებს მამულის სამსახურისთვის, კაცური კაცობისთვის ამზადებდა. წლებმა ახალგაზრდებზე ფიქრში გაირბინა. არაერთი დამსახურებული ჯილდო მიუღია, მაგრამ შეხვედრაზე, რომელიც სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოაწყვეს ზუგდიდის ღვაწლმოსილი პედაგოგების პატივსაცემად, ქალბატონმა ციალამ სევდაშეპარვით განაცხადა, რომ ლამის २० წელია ასეთ შეხვედრებზე არ მიუწვევია ქალაქს პედაგოგები და არ მოფერებია। არადა, ის, ვინც მთელი ცხოვრება უშურველად გასცემდა სითბოს, დადგა დრო თავადაც მიიღოს ის. შეხვედრაზე მობრძანებული სხვა ღვაწლმოსილი პედაგოგების საუბრებშიც მოკრძალებით გაიჟღერა ამ სურვილმა, რაზეც გიმნაზიის დირექტორს მანანა ნაჭყებიას პასუხი არ დაუყოვნებია,-,,ასეთი შეხვედრების ინიციატორი იქნება წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია, ჩვენ ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს მოვიწვევთ ჩვენთან, მათ სამაგალითო მოღვაწეობაზე მოვუყვებით ჩვენს აღსაზრდელებს, ხოლო ახალგაზრდა პედაგოგები მათგან რჩევებს მიიღებენ, იმ გამოცდილებას, რომელიც პრაქტიკიდან აღებულ ცოცხალ მაგალითებზე იქნება აგებული."

ქალაქის დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრა გიმნაზიის მოსწავლეების მხატვრულმა შემოქმედებამ, ლექსმა, სიმღერამ გაალამაზა. ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიმართა და გიმნაზიის ინიციატივა დალოცა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გერასიმემ.

შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია, რომელმაც მეუფე გერასიმესთან და გიმნაზიის დირექტორთან მანანა ნაჭყებიასთან ერთად დაათვალიერა გიმნაზიის ძველი და ახლი კორპუსები, საკლასო ოთახები, შეხვდა მოსწავლეებს, პედაგოგებს, გაესაუბრა მათ და მთელ რიგ საკითხებში მხარდაჭერაც აღუქვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий