05.08.2010

დღეს ზუგდიდმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო შვილი დაკრძალა

გონერი მიქენაია ზუგდიდის მებაირახტრე იყო-ძველი და ახალი ზუგდიდის ღვიძლი შვილი და გულშემატკივარი. ცოტა ჰყოლია ჩვენს ქალაქს ალბათ ისეთი ადამიანი, ვინც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეძლებდა ეთქვა როდის და როგორ ცხოვრობდა ზუგდიდი, რა ასულდგმულებდა, ვინ სტუმრობდა, ვის როგორ მასპინძლობდა.ვინ რა ღირებულებებს ფლობდა-მატერიალურს,სულიერს... წლების მანძილზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. ყველგან ამბობდა ღირსეულ სიტყვას-წონად სიტყვას. განუმეორებელი მამა იყო, დიდებული მეუღლე, უთბილესი ბაბუა... და ნებისმიერი ზუგდიდელის უფროსო მეგობარი და მრჩეველი.
ამ დღეებში მშობლიურმა ქალაქმა ცრემლი არ დაიშურა მისთვის. დღეს კი იმ მიწას მიებარა, იმ კოლხურ მიწას, რომელიც მისთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყო.
უფალო, შეუნდე, სასუფეველში გაამწესე და მრწამსისმიერი მოუვლინე აღდგომა მკვდრეთით!

Комментариев нет:

Отправить комментарий