27.02.2012

ბიძინა ივანიშვილი: „სამეგრელოს რეგიონი, თავისუფალი მედიის მხრივ, ყველაზე მეტად არის შეზღუდული"
ბიძინა ივანიშვილი:„სააკაშვილი მზადაა, გახდეს აბსოლუტური დიქტატორი, ოღონდ მას არ აქვს ამის რესურსები“
2012.02.27
ავტორი: ელისო ჯანაშია

http://www.tspress.ge/
საკუთარ ეკონომიკურ ხედვებზე, დევნილების პრობლემებსა და მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, მოძალადე პოლიციელებსა და არჩევნების გამყალბებლებზე, საკუთარ პოლიტიკურ გეგმებსა და საქართველოს პერსპექტივებზე, აქამდე უცნობი რაკურსით, ექსკლუზიურად tspress.ge-ს მკითხველისთვის ჩვენ კითხვებს პასუხობს „ქართული ოცნების“ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი
:

- ბატონო ბიძინა, რომელი მედიასაშუალებებიდან ახერხებთ სამეგრელოს შესახებ ინფორმაციის მიღებას?

- მედიასაშუალებების გაცნობას, ძირითადად, ვახერხებ მედიამონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან. რაც შეეხება სამეგრელოს, აქ განსაკუთრებულ დეფიციტს ვგრძნობ ობიექტური მედიის თვალსაზრისით. სამეგრელოს რეგიონი, თავისუფალი მედიის მხრივ, ყველაზე მეტად არის შეზღუდული. ეს ძალიან სამწუხაროა.
ეს პრობლემა ახლო მომავალში, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უნდა გამოვასწოროთ. ახლაც უნდა შევეცადოთ, სამეგრელოს რეგიონი არჩევნების პერიოდში როგორმე გავააქტიუროთ, რათა მედიაგამოცემები არ განიცდიდნენ ცენზურას, მოსახლეობამ ობიექტური ინფორმაციის მიღება მოახერხოს და კარგად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий