01.03.2012

მართლა კარგი ამბავი


,,ჩეკები" ლატარიის ბილეთის დანიშნულებას შეიძენენ

საგადასახადო სისტემაში ნოვაციააო_საქონლის შეძენისას მიღებული ჩეკები შეიძლება თქვენთვის მომგებიანი აღმოჩნდესო.   გადახდის ქვითრები / ჩეკები/ ლატარიის ბილეთის დანიშნულებას შეიძენენო..

აბა, წარმოიდგინეთ–ადრე, ,,გაგიჭირდებოდა" თუ არა, შევარდებოდი ს.დანიშნულების რიტირატში–საპირფარეშოში, დაუყრიდი თეთრებს მაგიდაზე ადმინისტრატორს /ნუ რაც ქვია/ და უკან მოუხედავად, ტუალეტის ქაღალდს რომ გზაში გაწევდა ისე, შევარდებოდი კაბინაში და საქმეს შეუდგებოდი. ,,ამას დღეის იქეთ" არ მგონია ასე გააკეთოთ–რაც არ უნდა გიჭირდეთ, ს.საპირფარეშოში რომ შეხვალთ, მანამ არ გაინძრეთ, სანამ გადახდის ქვითარს არ დაიგულებთ ხელში.. მერე შეგიძლიათ კაბინიდან ორმაგი ბედნიერებისაგან იყვიროთ–,,ბინა მოვიგეეეე", ,,მანქანა მოვიგეეეე" და არც  იმის შეგრცხვეთ, თუ ნახევრადჩახდილს, საპირფარეშოს ადმინისტრატორი /ნუ რაც ქვია/ შემოგივარდეთ და გადაგეხვიოთ–გილოცავ, გილოცავ, ძმაააო, ან დააააო...
გილოცავთ... ეს მართლა კარგი ამბავია....

Комментариев нет:

Отправить комментарий