12.03.2012

ზუგდიდის რესურსცენტრში ჯოჯუას წესები იცვლება

ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსმა აზა ჯოჯუამ დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მისი სამსახურიდან წასვლის თაობაზე არც მეტი არც ნაკლები, მას შემდეგ საუბრობენ, რაც პირველი საჯარო სკოლის დირექტორი გათავისუფლდა თანამდებობიდან და ამას აზა ჯოჯუას უკავშირებდნენ. აზა ჯოჯუას და ნიკა გილაურს, უფრო სწორად იმ დღეს, როცა გილაურმა პირველ საჯარო სკოლაში მომავლის კლასი გახსნა. /,,ზუგდიდი" ამ თემაზე მასალის მოპოვებას ცდილობს./ ერთ-ერთი  წყაროს ცნობით, აზა ჯოჯუას თანამდებობიდან წასვლა გენინსპექციის მიერ ზუგდიდის რესურსცენტრში თებერვლის თვეში ჩატარებულ მოკვლევას უკავშირდება.
 ამჟამად, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას მამუკა ბულია ასრულებს. ბულია დღეს ზუგდიდში არ იმყოფებოდა და არც ,,ზუგდიდის" ზარებს პასუხობდა...   თუმცა სხვა საინფორმაციო საშუალებებთან საუბარში განუცხადებია, რომ უფროსის მოვალეობას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველი იანვრიდან ასრულებდა.   რაც შეეხება ჯოჯუას შემცვლელს-ერთი თვეა ასახელებენ ორ გვარს- შონიას და  შანავას. ,,ზუგდიდის" ინფორმაციით, შანავა პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია. რესურსცენტრები რევოლუციური საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმის პირმშოა, რომელსაც პედაგოგებისათვის და ზოგადად სკოლებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა ევალება, მაგრამ ხშირად რესურსცენტრების ხელმძღვანელები დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლების კომპეტენციასაც ითავსებენ. ყოველ შემთხვევაში,  ანგარისგასაწევი რეკომენდატორები არიან. ზუგდიდის რესურსცენტრი ქალაქის საუკეთესო ადგილას, საუკეთესო ოფისშია განთავსებული. სავარაუდოდ, ძალიან მალე იქ გუნდი და წესები შეიცვლება.

Комментариев нет:

Отправить комментарий