მოსკოვში, ახალ არბატზე პუტინის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა. აქციის ორგანიზატორების აზრით 25 000-მდე მოსკოველი იდგა მათ გვერდით. რუსი სამართალდამცავების აზრით 10000-მდე თუ იყო მომიტინგეთა რაოდენობა. ახალ არბატზე შეკრებილი სამართლიანი არჩევნების დამცველები მომავალ აქციას 1 მაისისათვის გეგმავენ. ,,ზუგდიდს" საინფორმაციო სარწმუნო წყარო, რომელიც თავად ესწრებოდა მოსკოვში აქციას, ატყობინებს რომ საუბარია მილიონიან მსვლელობაზე, .ისინი მომიტინგეებს ჰპირდებიან რომ მომავალი აქციის შესახებ ინტერნეტით აცნობებენ. ჩვენი წყაროს ცნობით, აქციის ხელმძღვანელებს სურვილი აქვთ მილიონიანი აქცია მოაწყონ უფრო 7 მაისს-პუტინის საპრეზიდენტო ინაუგურაციის დღეს, მაგრამ ამ სურვილის ხმამაღლა გაცხადებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ, რადგან არ სჯერათ რომ შეძლებენ ასეთი გრანდიოზული აქციის ორგანიზებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий