
„ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში მყოფი ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები ზუგდიდის გამგეობის შენობაში კონტროლის პალატის წარმომადგენელთან ახსნა-განმარტების მისაცემად იკრიბებიან. „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ალასანია აცხადებს, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად 13 საათზე დაიბარეს. მან და მისი პარტიის 11–მა წევრებმა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან წერილობითი უწყებები მიიღეს, რომლის მიხედვით, ისინი ვალდებულნი არიან ახსნა-განმარტებები გააკეთონ, სხვა შემთხვევაში კანონის ძალით დაისჯებიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий