27.04.2012

ალასანიას ამომრჩეველთა სიებზე ,,კარდაკარ" დაფიცების არ სჯერა

 

,,-ჩვენ არ ვმონაწილეობთ ,,კარდაკარში". იქ მხოლოდ ორი პარტია გაერთიანდა-,,ქრისტიან დემოკრატები" და ,,ახალი მემარჯვენეები". ვერ ვიტყვი, საარჩევნო სიების კარდაკარ გადამოწმება მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ თუ ხელისუფლებას მოუნდა, არჩევნების წინა საღამოს გააკრავს მისთვის სასურველ სიებს"-
უთხრა ,,ზუგდიდს" ,,თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტიის მიერ გამართული საკმაოდ საინტერესო დისკუსიის ,,ფორმალური და არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებები-მითი თუ რეალობა"  დამთავრების შემდეგ. ,,მსგავს სამუშაოს ასრულებს ,,ამომრჩეველთა ლიგაც". ჩვენც პარალელურად ვიმუშავებთ ამ თემაზე, მაგრამ არის საარჩევნოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დროულ მოქმედებას და გადაწყვეტას საჭიროებს". რაც შეეხება ზუგდიდში ,,ქართული ოცნების" შტაბის ოფიციალურად გახსნას, გიორგი ალასანია კიდევ ერთ ახალ თარიღს-4 მაისს ასახელებს და ბიძაშვილის-ირაკლი ალასანიას ხანგრძლივი დროით ჩამოსვლასაც ვარაუდობს. ,,ირაკლი ალასანია სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე დასასწრებად იყო ჩამოსული, რადგან ჩაჩიბაიას დაკავება სწორედ ბანდფორმირებებზე ირაკლის განცხადებებს უკავშირდება. შტაბის გახსნის შემდეგ სამუშაოდ გადმოვა ზუგდიდში."  აქამდე შტაბის გაუხსნელობაზე კი ალასანია ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების" შტაბის გახსნის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შტაბის ხელმძღვანელის კანდიდატურაა-,,ჩვენ ბევრს ვფიქრობთ შტაბის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე. არ გვინდა შეცდომა დავუშვათ, ეს ზუგდიდია. შტაბის ხელმძღვანელი საზოგადოებისათვის მისაღები და ღირებული პიროვნება უნდა იყოს".

Комментариев нет:

Отправить комментарий