25.04.2012

ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის დირექტორად საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაინიშნა

ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლას  ლევან ღურწკაიას ნაცვლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ელზა კვარაცხელია უხელმძღვანელებს. როგორც ამბობენ, ლევან ღურწკაიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სკოლა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თანამდებობა ვაკანტური იყო, მაგრამ როცა მას ჟურნალისტები ამაზე ეკითხებოდნენ, კატეგორიულად უარყოფდა.

p.s. საჯარო სამსახურის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ დღიდან და იმ წუთიდან, რაჟამსაც ისინი დაიკავებენ ,,საჯარო სავარძელს", მათი ბიოგრაფია, საქმიანობა, სიტყვა და სუნთქვაც კი /ზოგი თურმე ,,იღლიიდან სუნთქავს"/ საჯაროა და ამ საჯაროობას კანონი იცავს!

Комментариев нет:

Отправить комментарий