02.05.2012

ქართველ ახალგაზრდებს ე.წ აფხაზურ ჯარში წასვლას აიძულებენ?

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, ე.წ აფხაზურ ჯარში ჩარიცხვას აიძულებენ.  ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელები და აფხაზი სამართალდამცავები,თითქმის ყოველ ღამე შედიან მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში და ახალგაზრდები ე.წ აფხაზურ კომისარიატში მიჰყავთ.

წყაროს ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ფინანსურ ჯარიმასთან ერთად,ქართველებს ფიზიკურადაც უსწორდებიან.
მთელი ახალგაზრდობა ტყეში გაიხიზნა, ოკუპანტები თითქმის ყოველ ღამე ამოწმებენ ოჯახებს და შესამაბისი ასაკის შემთხვევაში, ბიჭები ჯარში იძულებით მიჰყავთ, აფხაზური ჯარიდან თავის დაღწევა, მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში ხდება.
, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ერთ-ერთ სააგენტოსთან აცხადებს, რომ ქართველი ახალგაზრდები აფხაზურ ჯარში თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მიდიან.
„აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო, წელიწადში ორჯერ, აცხადებს გაწვევას და ჩვენი ბიჭები ხშირად ძალის გამოყენებით მიჰყავთ ჯარში. ჩვენ რეგულარულად ვაყენებთ საქმის კურსში უცხოური მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარ ფაქტებზე“,- განაცხადა თორნიკე კილანავამ.

Комментариев нет:

Отправить комментарий