"ლეიბორისტების" ბრალდება ოლიგარქს |
„ლეიბორისტული პარტია“ ბიძინა ივანიშვილს მკვლელობების შეკვეთაში ადანაშაულებს. პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილმა შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია შეუკვეთა. ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ მათ ამის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მასალაც აქვთ, რომელსაც ჟურნალისტებს ხვალ წარუდგენენ. ოპოზიციონერი ლიდერი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მხოლოდ შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა და ის რუსეთშიც უკვეთავდა მკვლელობებს. „პრესა.ჯი“ „ლეიბორისტების“ ბრალდებებზე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, გიორგი გუგავას ესაუბრა.
- ბრალდება, რომელიც თქვენ წაუყენეთ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ სერიოზულია, გაქვთ ამის დამადასტურებელი რაიმე მასალა?
- ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკვეთავს ბიძინა ივანიშვილი შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაციას. ამ ვიდეომასალას ხვალ წარგიდგენთ ჟურნალისტებს, მანამდე ვერაფერს გეტყვით.
- რაში სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს ნათელაშვილის ლიკვიდაცია? არსებობდა რაიმე სახის დაპირისპირება მათ შორის?
- ამაზე არსებობს ცალსახა პასუხი. ბატონი ივანიშვილი წლების განმავლობაში ემზადებოდა პოლიტიკაში შემოსასვლელად. ის ცდილობდა პოლიტიკური მოედნის გაწმენდას, რომ შემდგომ, როდესაც დადგებოდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგი ეტაპი, გადმოებარებინა ხელისუფლება სააკაშვილისგან. მაშინ, როცა არსებობდა მითები და ლეგენდები მის მეცენატობასთან დაკავშირებით, რეალურად თურმე ის ყველა ნაბიჯს დგამდა რაციონალურად, იმისათვის, რომ შემდგომ წარმოჩინებულიყო როგორც ერზე მზრუნველი და შესაბამისად ყოფილიყო უალტერნატივო.
- აპირებთ სამართლებრივ ზომებს მიმართოთ?
- რა თქმა უნდა, ამიტომ გვინდა ჩვენ გაეროს საგამოძიებო კომისიის შექმნა. გვჯერა, რომ ამ კომისიის მიერ ობიექტურად იქნება შესწავლილი ფაქტი.
- რა რეაგირებას ელოდებით ივანიშვილისგან მას შემდეგ, რაც საჯაროს გახდით ვიდეომასალას?
- არ ვიცით, ვერ გეტყვით. არც ვფიქრობ, რომ რამე რეაქციას მოაყოლებს. ეს კაცი ჩაკეტილია თავის „შუშის კოლბაში“, გამოაგდებს სიტყვას და შემდეგ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევთავაზეთ მას, გამოდი და დაჯექი ჩვენთან ეთერში, მაგრამ ამას ვერ ბედავს. დაგვიჯდეს დებატებში თუნდაც მის კონტროლირებად „ბიძინავიზიაში“ და გვესაუბროს. თუ მას მეტყველების პრობლემა გააჩნია, ყავს დაქირავებული ხალხი საინფორმაციო ღრუების სახით და გამოუშვას. დასხდნენ და ან დაადასტურონ ეს ყოველივე, ან ჩვენ დავუწყობთ მასალებს, როგორ გეგმავდა ადამიანების მკვლელობებს. იმ მასალებსაც დავდებთ, მისი გარემოცვა, რომელიც ახლა, ჰყავს როგორ დასუნსულებდა შუკა-შუკა, შარა-შარა და ფარულად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან. მათ გაყიდეს ხალხი და შეეკრნენ მოწინააღმდეგეებს. ამიტომ გამოვიდნენ და გვესუაბრონ ამაზეც.
წყარო

Комментариев нет:
Отправить комментарий