07.05.2012

თუ მთა არ მივა მუჰამედთან...


ბაჩუკი ქარდავამ ზუგდიდელ ახალგაზრდებს პარტიის ახალი პროგრამა გააცნო, თურმე. ,,თურმე" იმიტომ, რომ ამ შეხვედრაზე ,,ზუგდიდი" არ იყო მიწვეული. გამოვრჩით თუ რაღაცაზე გაგვინაწყენდნენ... არ აქვს მნიშვნელობა...
აი, რას წერენ კოლეგები ამ შეხვედრაზე...



,,ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა დღეს ზუგდიდის არტ–გალერეის დარბაზში ახალგაზრდებს შეხვდა, მათ განახლებული პროგრამა გააცნო და ორგანიზაციის პოლიტიკურ–ეკონომიკურ ხედვაზე, საარჩევნო გეგმებსა და რამდენიმე ინიციატივაზეც ესაუბრა. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რუსეთის მიმართ პარტიის პოზიცია მწვავე და რადიკალურია, რადგან თანამშრომლობის ორმხრივი სურვილი არ არსებობს, ქვეყანა არ ეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, როცა მისთვის დასავლეთთან ინტეგრირება ერთადერთი გარანტია უსაფრთხოების. პარტიის ლიდერის ცნობით, დღეს საზოგადოებაში აქტუალურია კითხვები, დარჩება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობა ქვეყნის სათავეში, მეორეს მხრივ, მოვა თუ არა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მისთვის ამ დრომდე გაუგებარია კოალიციის საგარეო ორიენტირი, ის, თუ როგორ აპირებენ სოციალ–ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას. „მარტო ბევრი ფული მაქვს და ხალხს დავეხმარები, ეს პროგრამა არ არის“, ამბობს ედპ–ს ლიდერი. მისივე ცნობით, განახლებული პარტიის განახლებული პროგრამა „დასაქმებული საქართველოსთვის“ გულისხმობს პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას დასაქმების სააგენტოს შექმნის გზით. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება იქნება ვალდებული, მოქალაქეები გადაამზადოს პროფესიების მიხედვით და გამოძებნოს სამუშაო ადგილები უმუშევართათვის. პარტიის ლიდერის ცნობით, მცირე და საშუალო ბიზნესი ზედმეტი წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს და განვითარდეს. ბაჩუკი ქარდავას ინიციატივით უნდა შეიქმნას აგრარული სახელმწიფო ბანკი, რომელიც გასცემს გრძელვადიან სესხებს დაბალი პროცენტით და მას სახელმწიფო დააფინანსებს. ასევე ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, უნდა დამკვიდრდეს ფერმერის სტატუსი. რაც შეეხება ახალგაზრდების განათლების საკითხს, პარტიის განახლებული პროგრამის თანახმად, განათლების მიღების მსურველები მცირეპროცენტიან სესხებს მიიღებენ, თანხას კი სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობის პარალელურად დაფარავენ. ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, ისინი შემოიღებენ დიასახლისის სტატუსს, რომლის მიხედვით უმუშევარი ქალებისთვის განისაზღვრება შემწეობის მსგავსი მატერიალური დახმარება, ისინი დაიზღვევიან და პენსიასაც ქვეყანაში არსებული მინიმალური შემოსავლის ოდენობით მიიღებენ. პარტიის ლიდერის თქმით, ისინი მივლენ ყველა ოჯახში და მათ საკუთარ განახლებულ პროგრამას გააცნობენ.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий