06.07.2012

ლაზიკა-ფიქრის, კვლევის და განსჯის თემა

ეკა ფარულავა
გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს და ბუნებრივ კატაკლიზმებს ერთი ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება?-,,გოუჯგუფის" ინიციატივით ამ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბენენ  
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი ჟურნალისტები.  ზუგდიდელ ჟურნალისტებთან ერთად სტუმრებს საზოგადოების აქტიურმა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ეკოლოგი გია ფარულავა ირწმუნება, რომ ლაზიკის გასაშენებლად ჭაობის დაშრობა აუცილებლად გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს, იურისტი რუსუდან პაჭკორია კი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ლაზიკას ირგვლივ წამოჭრილ ნებისმიერ საკითხზე. რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დღეს ანაკლიას და ლაზიკას სტუმრობდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий