06.07.2012

,,როცა ქალმა არ იცის რომ ცემა ძალადობაა..."


ეკა ფარულავა,
 „სამეგრელოს გენდერული ქსელის" თავმჯდომარის ნანა თოდუას განცხადებით, ქალთა პრობლემების გამოსავლენად  გამოიკითხა 902 ქალი. კვლევამ უჩვენა, რომ  ქალების დიდი პროცენტი არ მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში, არ არის დაზღვეული, ვერ ერკვევა ძალადობის ფორმებში.  კვლევა ჩატარდა სამეგრელოს 5 მუნიციპალიტეტში, ასევე, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ტერიტორიებზე.
 კვლევის მიზანი იყო ქალთა პრობლემების გამოვლენა და მის გადასაჭრელად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

ნანა თოდუა, „სამეგრელოს გენდერულმა ქსელის" თავმჯდომარე:-,, პრობლემა, რომელიც ქალებს აწუხებთ არის უმუშევრობა, დაუსაქმებლობა, მაგრამ კვლევაში მონაწილე ქალები საკმაოდ თვითკრიტიკულები აღმოჩნდნენ, ისინი შეგნებულად მიუდგნენ დასაქმების პრობლემას და აღნიშნეს, რომ ამის მიზეზი ხშირად მათი კვალიფიკაციის დაბალი დონეა. ისინი ითხოვენ გადამზადებას მათ ადგილსამყოფელთან და გარემოსთან მისადაგებულ სხვადასხვა სპეციალობებში. არის მეორე პრობლემაც-ჯანდაცვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოკითხული ქალბატონების უმრავლესობას დაზღვევა არ აქვს, გარდა ამისა, თავს იჩენს ძალადობის პრობლემაც, მაგრამ ამ ქალბატონებისათვის ,,ძალადობა" გაურკვეველი ცნებაა."

ნონა უბილავა, დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის":,,- როცა ქალი თვლის, რომ ცემა,  მუქარა და ზეწოლა ძალადობა არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან დაბალ დონეზე."

შეხვედრას, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და  ქალთა პრობლემების კვლევის შედეგები წარმოადგინა,  ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. კვლევის ავტორებმა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს იქ დამსწრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий