09.08.2010

7 წლის შემდეგ


,,-7 წელია სამეგრელოში არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის ფილიალი, მაგრამ მას მხოლოდ ახლა მიეცა შესაძლებლობა აქ, ამ კეთილმოწყობილ ოფისში მოემსახუროს იმ მრავალრიცხოვან ჯგუფს მოქალაქეებისას , ვისაც ყოველდღიურად სჭირდებათ სახალხო დამცველის კონსულტაცია და თანადგომა. მე მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის მისიას და გაეროს განვითარების პროგრამას, სწორედ მათი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ამ ოფისის გახსნა. ვიმედოვნებ, ეს თითოეული თქვენთაგანის სახლი იქნება, ადგილი, სადაც დაიცავენ თქვენს უფლებებს,"- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ზუგდიდში, სახალხო დამცველის სამეგრელოს ოფისში შეკრებილ სტუმრებს-ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, ვისთვისაც იმდენად დიდი მნიშვნელობისაა ზუგდიდში სახალხო დამცველის თანამედროვე ტიპის ოფისის გახსნა, რომ თითქმის უკლებლივ იყვნენ წარმოდგენილი. სახალხო დამცველის სამეგრელოს ბიუროს რწმუნებული ბაგრატ ქირია საკმაოდ ცნობადი სახე გახდა ბოლო წლების განმავლობაში, ის არაერთ დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარა საკუთარი უფლებების დაცვაში და ფიქრობს, კვლავაც ბევრს გააკეთებს მათთვის.
შეხვედრა ალაფურშეტით და მეგობრული დიალოგებით დასრულდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий