10.08.2010

არის ახალი ანაკლია–განმუხური, მაგრამ აღმშენებლობითი სამუშაოები კვლავ გრძელდება





ახალი ანაკლია–განმუხურის თემა დღის წესრიგში აქტიურად რჩება მტერ–მოყვარისთვის–იქ არაფერი გაკეთებულა, არც ბულვარი, არც სასტუმრო, არც სანაპირო ვარგა! ეს მითია, ამ მთავრობის მორიგი მითი...–ამბობენ ისინი. და ერთის მხრივ არც არის ცუდი რომ ანაკლია–განმუხურისკენ არის მათი ყურადღება მიპყრობილი, რადგან უნდათ თუ არ უნდათ, ერთ მშვენიერ დღეს, იძულებული გახდებიან დაიჯერონ, რომ ანაკლია–განმუხურში მართლა მიმდინარეობს სერიოზული სამშენებლო სამუშაოები. არავინ უარჰყოფს–რომ მშენებლობები დასრულებული არ არის, მიმდინარეობს და ინტენსიურად არიან დაკავებული ამ საქმით კომპეტენტური სამშენებლო ფირმები. ბოლო შეკრება, რომელიც შედგა ანაკლია–განმუხურში მიძღვნილი იყო აგვისტოს ომის 2 წლისთავისადმი, ჩატარდა აქციები და მოხდა რამდენიმე სამშენებლო პროექტის პრეზენტაცია, მაგრამ ნამდვილად არავის უთქვამს რომ ანაკლია–განმუხურში მშენებლობები დასრულებულია და უკვე გვაქვს მათი სრული სახე წარმოდგენილი. და არც ჩვებს ბლოგზე გაგვიკეთებია ასეთი განცხადება. ჩვენ ვთქვით–არის ახალი ანაკლია–განმუხური და მათი მშენებლობა–აღორძინება გრძელდება.
დღეს გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ფოტოჟურნალისტმა ლევან გაბეჩავამ გადაიღო ანაკლიაში და შევეცდებით, დრო და დრო, ანაკლია–განმუხურის განვითარების ამსახველი სხვა ფოტოებიც გამოვაქვეყნოთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий