
გუშინდელი უშუქობისა და ქარის ერთ-ერთი მსხვერპლი განმუხურელი ახალაიების ოჯახი გახდა
გუშინ ღამე, ხანძარი გაუჩნდა განმუხურში მცხოვრებ ახალაიების ოჯახს. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის გამო, ახალაიებს, რადგანაც ოჯახში მამა-ანტიფა ახალაია გარდაცვლილი ესვენათ, გენერატორი ჰქონიათ ჩართული. ამბობენ, ხანძარი, სავარაუდოდ, გენერატორის აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი ძლიერმა ქარმა ერთბაშად მოსდო თურმე სახლს და ოჯახის წევრებმა მხოლოდ ისღა მოახერხეს რომ მიცვალებული სასახლიდან ამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილზე გადაასვენეს.
განმუხურში, ანტიფა ახალაიას ოჯახი ერთ-ერთ ღონიერ და შემოსავლიან მოსახლედ ითვლებოდა. დღეს, იქ სამძიმარზე მისულ ადამიანებს საზარელი სურათი დაუხვდათ-მიცვალებული ღია ცის ქვეშ ესვენა, ჭირისუფალი კი გაოგნებული იყო წუხელ მომხდარის გამო. ანტიფა ახალაიას ხვალ დაკრძალავენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий