ყოჩაღ, ტუვალუ!
ეეჰ, ნაურუ, ნაურუ...
თბილისი წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტუვალუს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, დახმარების ოდენობა ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა დაეხმაროს. განკარგულება ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ მთავრობამ 10 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა.
ახლა ორიოდ სიტყვით ტუვალუზე:
ტუვალუ მსოფლიოში რიგით მეოთხე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელიც პოლინეზიის რეგიონში რამდენიმე კუნძულზეა განთავსებული, რომელთა საერთო ფართობი 26 კვადრატულ კილომეტრია და სადაც დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.http://www.tuvaluconsulate.sg

ტუვალუ იყო იმ 50 ქვეყანას შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ამდენად, ჰალალია მისთვის ქართული დახმარება, რაც საეჭვოა მიიღოს ტუვალუს ერთ–ერთმა მეზობელმა, მსოფლიოში ყველაზე პაწაწინა კუნძულმა–სახელმწიფო ნაურუმ, რომელიც მეოთხე გაეროს წევრი ქვეყანაა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ, რომელმაც 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო. ახია ნაურუზე!

Комментариев нет:
Отправить комментарий