08.05.2012

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2013 წლის ბიუჯეტზე საუბარი უკვე დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებასთან და მასმედიასთან


8 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების, ტურისტული, სამედიცინო, სოციალური, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის გასაუმჯობესებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მონახაზის განხილვა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მას–მედიასთან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტისა და 2013 – 2016 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის მონახაზის განხილვა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარი ინიციატივები და ხედვა 2013 წლის ბიუჯეტის მონახაზთან დაკავშირებით ზუგდიდიში მოქმედ არასამთავრობო და სამოქალაქო
საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მას–მედიას გაუზიარა. მოისმინა მათი შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც მომავალში აუცილებლად შეუწყობს ხელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების სრულყოფას. 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებსა და 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, რუსლან კილასონიამ და დარეჯან გაბედავამ გამგეობის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ისაუბრეს.
შეხვედრის ორგანოზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ იყო. პროგრამა მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის ინიციატივას, გააღრმავოს თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებათა ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий