წიგნისმოყვარულ ხელმომწერთა საყურადღებოდ!
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ გამოსაცემად მომზადებულია ფრანგი მოგზაურის მარი ბროსეს უნიკალური წიგნი ,,მოგზაურობა სამეგრელოსა და აფხაზეთში". ნაშრომი დღემდე არ გამოცემულა არც ქართულ და არც რუსულ ენებზე. წიგნში შესულია და ასევე პირველად იბეჭდება დავით დადიანის ხელთნაწერი ,,წარწერები სამეგრელოს ეკლესიებში", რომელიც დღემდე ინახებოდა სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ მუზეუმში.
წიგნი გამოიცემა შეზღუდული რაოდენობით და მხოლოდ წინასწარი შეკვეთით.
ხელმოწერის ღირებულებაა 10 ლარი.
ჩვენი კოორდინატებია:
საზოგადოება ,,ზუგდიდელი"'
ზუგდიდი, რუსთაველის 87
ანგარიშის ნომერი G50BG0000000135564200
საიდენტიპიკაციო კოდი 220414745
ს.ს ,,საქართველოს ბანკი" კოდი: BAGAGE22
ტელ: /8415/ 252972. მობ.568492055
პროექტის მხარდამჭერი და ხელშემწყობი:
საზოგადოება ,,ზუგდიდელი"
Комментариев нет:
Отправить комментарий