28.07.2011

ზუგდიდში ვარსკვლავბიჭუნა დაბადებულა
ამ სტრიქონებს ღიმილიანი ვწერ,-ჩემს პატარა ქალაქში ყოველი ნიჭის გაბრწყინება განსაკუთრებულ ხასიათზე მაყენებს। დღესაც ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანით ზუგდიდელებმა, უფრო სწორად, მე გავიცანი! ზუგდიდელები თურმე კარგად იცნობდნენ, რადგან არტგაელერეაში იმდენი ხალხი იყო, და ისეთი ოვაციები ქუხდა, ავანსად, ცნობის გარეშე, არ მგონია ასეთი მხარდაჭერა ვინმეს გაუწიოს ზუგდიდმა. ბეგი ბუკიას ლამაზი და თამამი პოეზია არ ვიცი ვისი დამსახურებაა-ოჯახის, სკოლის, ქალაქის, ქვეყნის, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ლექსს წერსო ამბობენ, თუ ღვთის, რომელმაც იცის ვის მოჰმადლოს ნიჭიერება. ბეგის პირველი წიგნის რედაქტორი, მისი პედაგოგი და ალბათ გზის გამკვალავი, ქალბატონი ზეინაბ სარია სარედაქტოროში წერს-,,ბეგის ტექსტებში არის ის, რაც არ ისწავლება, რაც ღვთისგანაა, ხოლო თუ სადმე რამე ხარვეზია, ეს ისაა, რაც ისწავლება, დაიხვეწება, დაღვინდება..." ე.ი. ჩვენ კიდევ ერთი ნიჭიერების მოწმე გავხდით დღეს, და მეტს უნდა ველოდოთ ხვალ მისგან.
მას თვალებში ვარსკვალვები უციმციმებს, ეტყობა, ერთნაირად გრძნობს ცას და მიწას। ნათელი ფერი მეტი აქვს, ლაღი და ზომიერად თამამია. საკუთარი ლექსები თვითონ წაუკითხა აუდიტორიას და დეკლამატორობაც მშვენივრად მოირგო.
ეს დაბადებაა!
გამარჯობა, ვარსკვლავ-ბი-ჭუ-ნაააააააა!
სასიამოვნოა შენი გაცნობა...

Комментариев нет:

Отправить комментарий