18.03.2012

რაა 3000 გორგოძის მაისურისთვის?

მე საქართველო მიყვარს ასეთიიი!
 მე საქართველო მინდა ასეთიიიიიი!
ქართველი მორაგბეების ბურთი აუქციონზე გაიყიდა


16:52 18-03-2012

ბურთი, რომლითაც საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა გუშინდელი მატჩი ჩაატარეს, აუქციონზე გაიყიდა .

აუქციონი საგამოფენო ცენტრ "მუზაში" მოეწყო. ბურთის საწყისი ფასი 100 ლარი იყო, თუმცა, საბოლოოდ ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელმა 1 100 ლარად შეიძინა.

აუქციონის ფარგლებში გაიყიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებიც, მათ შორის მამუკა გორგოძის მაისური 3 000 ლარად, ხოლო ნაკრების კაპიტნის, ირაკლი აბუსელიძის მაისური - 2 100 ლარად. აუქციონზე გამოტანილი იყო მორაგბეთა ჰალსტუხებიც.

საერთო ჯამში გაყიდული ნივთებიდან აუქციონზე შემოსულმა თანხამ 10 000 ლარზე მეტი შეადგინა. თანხა ერთ-ერთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცემა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები გუშინ 46:0 დაამარცხა და საპრემიო ქულა მოიპოვა. ქართველებმა რუს მორაგბეებს ექვსი უპასუხო ლელო დაუდეს
http://www.interpressnews.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий