18.03.2012

პატრიარქი მისი სახელით ფინანსური დახმარების მთხოვნელებთან დაკავშირებით მრევლს გაფრთხილებას აძლევს



15:03 18-03-2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მისი სახელით ფინანსური დახმარების მთხოვნელებთან დაკავშირებით მრევლს გაფრთხილებას აძლევს .
"მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატი მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეასრულონ სრულიად უფასოდ, არავითარი ფული საჭირო არ არის. სამღვდელოება ამას ასრულებს, მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომელნიც ავრცელებენ ხმას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ითხოვენ ფულს და დახმარებას. ეს სწორი არ არის", - განაცხადა ილია II-მ და აღნიშნა, რომ თუ მოძღვარი არ არის, მრევლმა ერის ადამიანი, თუნდაც ხატით მისული სახლში არ უნდა მიიღოს
www.interpressnews.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий