05.03.2012

ვინ თქვა ვერ დაბრუნდებაო?

კი, ბევრი თქვენთაგანი ამბობდა-ვერ დაბრუნდებაო, მაგრამ დაბრუნდა, მესამედ დაბრუნდა... 12 წლით დაბრუნდა... 6 წლით მაინც 100 პროცენტით. სამი წლითო? თქვენ ამბობთ, ამ გაზაფხულსაც ვერ გააღწევსო?
 ვოვა ის ბიჭი არა არის, ასე ადვილად დათმოს. ის არასდროს წასულა პრეზიდენტობიდან, უბრალოდ, ცოტა ხანი ათამაშა ბიჭი მედვედევი-ასეირნა, გაართო, ბრჭყვიალა საგნებით მოხიბლა, მერე მწვანეებსა და ვარდისფერებს დაახარბა და... აბა, გეყოფა საყვარელო, თამაშიო-უბოდიშოდ მიაბრძანა. ძველებურად მართავდა და განკარგავდა, ერთი წუთით არ მოუხუჭავს თვალი, თუ არ ჩავთვლით დაბოტოკსების წუთებს და ამ წუთს, როცა ეს ცალი თვალი მოჭუტა. ჰო, კიდევ გუშინ მოწკურა თვალები-კურცხალი რომ გადმოეგორებინა.
დღეს უკვე უჩვენაო რუსულმა პირველმა არხმა თანამემამულეებს ერთი ლამაზი ფილმი ,,მოსკოვს ცრემლების არ სჯერა",-რუსეთის გარკვეულ ნაწილს მართლა არ სჯერა ცრემლების, მაგრამ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, სჯერა რომ პრეზიდენტი პუტინი შეიცვალა, უფრო კეთილშობილი და სენტიმენტალური გახდა. /ნეტავ, მეზობლებზე და მეზობლობაზე თუ შეიცვალა რუსეთის პრეზიდენტმა აზრი?/  ამ წუთას ტელევიზორში ამბობენ რომ ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა დაურეკა პუტინს და უთხრა-ვოვა, შენთან და მოსკოვთან ერთად მთელი ევროპაც ტიროდაო... იქნებ მართლა ასე იყო... დაბერდა ევროპაც, დაბერდა... ყველაფერზე გული უჩუყდება. ნეტავ ისევ არ ელანდებათ აჩრდილები, მაგალითად, დემოკრატიული კომუნიზმის? დემოკრატიული ბოლშევიზმის?
ვოვა პუტინი თვალს უკრავს ევროპას...
რუსეთში საბჭოთა კავშირის ჰიმნს აღადგენენ!
აჩრდილების ბორიალი ცუდის ნიშანია! 





Комментариев нет:

Отправить комментарий