05.03.2012

პრეზიდენტის საჩუქარი



სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის საჩუქრები გადასცა სამ მოქალაქეს- ლეპტოპები-ლამარა ყიფიანს და სალომე სურმავას, სარეცხი მანქანა რუსუდან ნარსიას.
ლამარა ყიფიანი ცხოვრობს მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.
სალომე სურმავა სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილია, სწავლობს მარტვილის #1 საჯარო სკოლის მეექვსე კლასში.
რუსუდან ნარსია–ჭინჭარაძე ცხოვრობს ქ. ფოთში, ოჯახი შედგება, ექვსი წევრისაგან: თვითონ, მეუღლე, ქალიშვილი /პირველი ჯგუფის ინვალიდი/, ქვრივი რძალი (გარდაცვლილი შვილის მეუღლე) და ორი შვილიშვილი.
მხარის გუბერნატორმა გაზეთ ,,ზუგდიდთან“ საუბრში განაცხადა, რომ მან დღეს პრეზიდენტის დავალება შეასრულა და საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან, და გაჭირვებულ ოჯახებს ფოთიდან, მესტიიდან და მარტვილიდან. ,,ეს ისეთი ოჯახებია, რომლებსაც ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ. მათ თხოვნით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტს და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა“-უთხრა ,,ზუგდიდს“ გუბერნატორმა.
ეკა ფარულავა 

Комментариев нет:

Отправить комментарий