08.03.2012

„ჯონი ვარ, ჯონი, არ მომკლათ, ამომიყვანეთ აქედან!“

სინამდვილეში, როგორც „დრონი.ჯი“-მ ზუგდიდში გაარკვია, საქმე ბევრად უფრო მარტივად გახლდათ, ვიდრე საავადმყოფოს „ტალანებში“ გარდაცვლილთა სულების ბორიალია: როგორც ცნობილია, ზუგდიდში ამ დროისთვის ბევრგან მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ასევე ბევრგან გადათხრილია ქუჩები, რადგან დაწყებულია ქალაქის ყველა უბანში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი. ზოგ ქუჩაზე საკანალიზაციო ჭები თავმოხდილია და მხოლოდ სიმბოლურადაა მინიშნებული, რომ იქ ღია ადგილია.
ერთ-ერთ ასეთ საკანალიზაციო ჭაში რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი, ვინმე ჯონი ჩავარდა. როგორც ჩანს, შემთხვევა ღამით მოხდა. ეს საკანალიზაციო ჭა ისედაც არცთუ ხალხმრავალ ადგილას მდებარეობდა, მიმდინარე სამუშაოების გამო კი მოსახლეობა მას კიდევ უფრო შორიდან უვლიდა გვერდს, ვიდრე სხვა დროს. აქედან გამომდინარე, ვერავინ გაიგონა
 მამაკაცის ყვირილი ვერც ჭაში მისი ჩავარდნის ღამეს და ვერც მეორე დღეს. საბოლოოდ, ჯონმა საკანალიზაციო ჭაში ორი დღე გაატარა და, ბუნებრივია, მთელი ამ ხნის
 განმავლობაში ხან ყვირილით უხმობდა ვინმეს საშველად, ხანაც გაჰყვიროდა, მოვკვდები, თუ არ მიშველითო. იმის გამო, რომ სწორედ ამ საკანალიზაციო ჭაში გადიოდა მილები, რომლებიც არხთან კლინიკას აკავშირებდა, და იმის გამოც, რომ საკანალიზაციო მილების მეშვეობით ხმაური საკმაოდ დიდ მანძილზე, თანაც, ექოს სახით გადაეცემა, ჯონის განწირული ყვირილი მეგრულ ენაზე და ფრაზები:„მიშველეთ, თორემ მოვკვდები!“; „ჩემი სული არ გაპატიებთ!“; „მშია, ქრისტიანები არ ხართ?“; „ჯონი ვარ, ჯონი, არ მომკლათ, ამომიყვანეთ აქედან!“ - მთელი საავადმყოფოს მასშტაბით ისმოდა და ზოგან საკმაოდ გარკვევითაც...http://droni.ge/?m=9&AID=6564

Комментариев нет:

Отправить комментарий