08.03.2012

ცეცხლი სცენაზე, ყინვა პარტერში


,, ნამდვილი გაზაფხული დამიჟრიამულეს"...
 ფოტო მადონა ჯაბუასი
 დღეს ბევრმა ზუგდიდელმა ასეთი შეფასება გაუკეთა ევროკომისიის სადამკვირებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მიერ 8 მარტთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას-კონცერტს, სადაც ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ,,სცენაზე ცეცხლი ენთო, პარტერში კი ყინავდა, არადა, რა კარგები იყვნეო".  თეატრში  ყველაფერი რომ რიგზე არ იყო თავად თეატრის მმართველმა მაია კალანდიამაც მიანიშნა ერთგან ფეისბუქზე
-,,თეატრის ,,კომფორტისადა" გამო, ჩემს ოთახში იცვლიდნენ... ნამდვილი გაზაფხული დამიჟრიამულეს... არაჩვეულებრივი ხალხი – ნიჭი, იუმორი, წესი და ზრდილობა. გიო შიოლაშვილი, მთავარი ბზიკი–მაწირღია–სუპერ!"

 შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის თეატრს ძვირფასი სტუმრების და ხელოვნებისმოყვარული ზუგდიდელების მისაღებად ალბათ სერიოზული და დროული დახმარება სჭირდება. მთელი საქართველო შენდება, თბება, ლამაზდება და ერთი პატარა თეატრი რა გახდა ზუგდიდში ისეთი, რომ წლებია კეთდება, რემონტდება და ვერა და ვერ დაადგა საშველი. მსახიობების ჯანმრთელობა ხომ ეწირება, არც თეატრისმოყვარულებს ადგებათ კარგი ამბავი.

Комментариев нет:

Отправить комментарий