დღეს, ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარკირების პრობლემებზე ისაუბრეს.
–„ქალაქში მოუწესრიგებელია პარკირების სისტემა , ყველგან ტაქსი დგას. მანქანას ვერც ბაზართან გააჩერებ და ვერც აფთიაქთან, ეს პრობლემა გადასაჭრელია.“ – აღნიშნა შეხვედრაზე ასოციაიცია „ათინათის“ თანამშრომელმა თიკა დიდიშვილმა.
საკრებულოს სივრცითი დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის დავით სხულუხიას განცხადებით, ზუგდიდში პარკირების პრობლემები გზებისა და მიმდებარე ტერიტორიის მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ მოგვარდება.
– „ბათუმსა და თბილისის გამოცდილებას, სადაც პარკირების კარგი სისტემაა, მას შემდეგ შევძლებთ რაც ტერიტორია მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოვა. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ.“– განაცხადა სხულუხიამ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქალაქის ცენტრალური გზის განტვირთვის გეგმა შემუშავებულია. გეგმის მიხედვით, საქალაქთაშორისო მარშუტების გადაადგილება ცენტრალური გზის გავლით მოხდება.
სხულუხიას თქმით, ტაქსების გჩერებისთვის ქალაქში 20 ადგილია გამოყოფილი.
http://www.tspress.ge/ka/site/articles/11613/ზუგდიდში-პარკირების-პრობლემებზე-ისაუბრეს.htm

Комментариев нет:
Отправить комментарий