08.05.2012

ზუგდიდის ბიბლიოთეკაში მედიაგაკვეთილები გრძელდება

საათნახევარი გაგრძელდა მორიგი მედიაგაკვეთილი ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში /დირექტორი მანანა გვარამია/. ოქტომბრის, ახალსოფლის, ზუგდიდის მესამე და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დღეს პირველი ინტერვიუ პრაქტიკულად, დამოუკიდებლად განახორციელეს, შემდეგ გაზეთის მაკეტის შედგენის ტექნიკას, გაზეთის მუდმივ ატრიბუტებს გაეცნენ.  ადგილზევე, ინდივიდუალურად ჩაინიშნეს სახლში შესასრულებელი სამუშაოს-მიკრო



გაზეთის მაკეტი და ზოგიერთი საგაზეთო ელემენტი. მოსწავლეები სახლში შესრულებულ სამუშაოს მორიგ შეხვედრაზე წარმოადგენენ. ბიბლიოთეკის დირექცია მედიაგაკვეთილების გაგრძელებას მოიაზრებს სტუდენტებისა და ზოგადად ახალგაზრდებისთვისაც, რაც ალბათ დიდად დაეხმარება სამომავლოდ სამოქალაქო ჟურნალიზმის განვითარებასა და ჩამოყალიბებას. მედიაგაკვეთილს უძღვებოდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია და გაზეთ ,,ზუგდიდის" რედაქტორი ნანი მოსიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий