31.05.2012

საქართველოს მოსახლეობის 60%-მა არ იცის მოძრაობის წესები


 „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ზუგდიდის ქუჩებში დამონტაჟებული შუქნიშნების პრობლემებსა და საგზაო წესების მიმართ ქვეითი მგზავრების დამოკიდებულებაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეების თქმით, „საქართველოს მოსახლეობის 60%-მა არ იცის მოძრაობის წესები,
დარჩენილმა 40%-მა იცის, მაგრამ მისი 85% უგულვებელყობს ამ ინფორმაციას“. შეხვედრაზე მყოფმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, გაბრიელ ჩხაიძემ განაცხადა, რომ  საგზაო შემთხვევები „მძღოლების და მგზავრების მიზეზით ხდება“. რომ „სავარაუდოდ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის საგზაო მოძრაობის წესები“. შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეითად მოსიარულეთა დაჯარიმებაზე წესების დარღვევის შემთხვევაში მაგრამ გაბრიელ ჩხაიძის ინფორმაციით, „ფაქტობრივად ჯარიმები არ მუშაობს წესების დამრღვევებზე და ქვეყნის მასშტაბით გარკვეული მიზეზების გამო ჩავარდა“. 

Комментариев нет:

Отправить комментарий