29.05.2012

მაია მიმინოშვილი : ,, პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ"

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობის გაგრძელებას არასამთავრობო სექტორში აპირებს : ,, პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ. პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. ალბათ განთლების სისტემას ვერ გავცდები, მით უმეტეს 12 წელია ამ სფეროში ვმუშაობ.
ვფიქრობ, რომ არსამთავრობო ორგანიზაციაში განვაგრძობ ჩემს საქმიანობას", - განაცხადა მიმინოშვილმა და დააკონკრეტა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების შესახებ შეთავაზება არ მიუღია.
ამასთან, მან იმ "აზრთა სხვადასხვაობაზეც" ისაუბრა, რაც მასსა და განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს შორის არსებობს და რაც მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий