14.05.2012

ჩაჩიბაია პატიმრობაში რჩება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ.  პოლიციის ორი თანამშრომლის დაკითხვის შემდეგ, მათი ჩვენებებიდან ცნობილი გახდა, რომ სერგო ჩაჩიბაიას დაკავებაში მონაწილეობდა მეორე ოპერატიული ჯგუფიც.
ჩაჩიბაიას ადვოკატმა შავგულიძემ სასამართლოს წინაშე მათი დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლე ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა. მან არ დააკმაყოფილა შალვა შავგულიძის მოთხოვნები სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერის გაკეთებისა და მოსამართლის აცილებაზე. მხარეების შეთანხმების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი სხდომა 29 მაისს დაინიშნა. 
სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს დააკავეს ზუგდიდში ერთ-ერთ ავტოსერვისთან ვინმე ოთარ ქეცბაიასთან სიტყვიერი შელაპარაკებისას. მას ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

Комментариев нет:

Отправить комментарий