04.06.2012

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებილი ადგილები გარემოვაჭრეებს არ აწყობთ

ისევ გრძელდება გარემოვაჭრეების აქცია ზუგდიდში. ისინი ხელისუფლების მიერ ბაზრის შიგნით შეთავზებულ ადგილებზე არ თანხმდებიან – მოუწესრიგებელიაო და განაგრძობენ ბრძოლას–დაიბრუნონ ადგილები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე.  გარემოვაჭრეების უმრავლესობა აცხადებს, რომ სესხი აქვთ აღებული და თუ აქტიურად არ იმუშავებენ, ბანკი  ჯარიმას დაადებს. ისინი ბრძოლაში  მარტო არიან.
ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც მიმართეს დახმარების თხოვნით, ვერ აგვარებენ მათ პრობლემებს ძალაუფლების უქონლობის გამო..  გარემოვაჭრეებს არ თანაუგრძნობენ შიდა მოვაჭრეები: ,,დაიჭირეთ ის ქალები ვინც ბაზრის დირექტორს გია კანკიას ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. ასეთი იქ 5 ქალია. ადგილების მეტი რა არის ბაზარში, შემობრძანდნენ და ჩვენთან ერთად ივაჭრონ"–აცხადებენ ისინი. აქციას ზუგდიდში წარმოდგენილი მედიაკორპუსის მხოლოდ ნაწილი აშუქებს, ალაბთ მათ ეკუთვნოდა საკრებულოს აპარატის ხელმძღანელის თემურ ბასილაიას სასლოგანო გამონათქვამი:,,ჟურნალისტებისთვის მთავარია ორი კაპიკი, ხალხი ფეხებზე კიდიათ".  გარემოვაჭრეები ქუთაისში წასვლით და პარლამენტის წინ აქციის გამართვით იმუქრებიან, თუ იქაც ვერაფერს გახდებიან, როგორც ამბობენ, თბილისისკენ გააგრძელებენ გზას და პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий