31.05.2012

გარემოვაჭრეების აქციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა

www.livepress.ge   დღეს დილიდან ზუგდიდში გარემოვაჭრეების საპროტესო აქცია მიმდინარეობს. ისინი ითხოვენ გარევაჭრობის გაგრძლებას და არ ეთანხმებიან მათთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დრიგებულ გაფრთხილების ოქმს, რომლის თანახმად ქალაქში, ბაზრის გარეთა პერიმეტრზე დღეს, 1 ივნისს უნდა შეწყდეს გარევაჭრობა. ამ წუთებში გარემოვაჭრეებმა ბაზრიდან კოალიცია „ქართლი ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, რადგან ამბობენ, რომ ადგილობრივი

თვითმმართველობა მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ ისინი დახმარებისთვის კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციას მიმართავენ. გარემოვაჭრეები სკანდირებენ „გვიშველეთ, გვიშველეთ.“ ისინი ამ წუთებში გია ალასანიას ესაუბრებიან, რადგან ირაკლი ალასანია ამჟამად ზუგდიდში არ იმყოფება. „ლაივპრესს“ დილით ბაზრის დირექტორმა, გია კანკიამ განუცხადა, რომ ისინი სთავაზობენ გარემოვაჭრეებს ბაზრის შიგნით სამუშაო ადგილებს, თუმცა თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის იქ საკმარისი ადგილები არ არის. გარემოვაჭრეების აქციაზე მივიდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მათ უთხრეს გარემოვაჭრეებს, რომ უნდა შეწყვიტონ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. ამ წუთებშ ბაზრის გარეთა პერიმეტრი გადაკეტილია და იქ საპატრულო პოლიციის თანამშღომლები არიან მობილიზებულები. ისინი გარემოვაჭრეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий