ზუგდიდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოღაიდელის ზუგდიდური ჯგუფის პირველმა ნომერმა ვახტანგ /ლოთი/ ქობალიამ მოფხიკა პარტიის თავმჯდომარის გამოგზავნილი ფულები და გაიქცაო. სხვათაშორის ეს ინფორმაცია მისი ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს. "ზუგდიდი" დაუკავშირდა ტელეფონით ლოთი ქობალიას. მან წყენა გამოთქვა რომ მის მშობლიურ სოფელ ოდიშში არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე რომ მასზე გავრცელდა იფორმაცია რომ პარტიის მიერ საარჩევნოდ გამოგზავნილი თანხები გაიტაცა და გაიქცაო–გულიანად გადაიხარხარა და მარტო ეს თქვა–სად იყო ფული თორემ კიო...
ინფორმაციისათვის: წინასაარჩევნო საუბრებში ლოთი ქობალია საკრებულოში 25 /?/ დეპუტატით მოსვლას გეგმავდა. მაგრამ იმთავითვე შეინიშნებოდა რომ მისი პარტიის წევრებს დიდად არ ეპიტნავებოდათ ის ფაქტი რომ ეროვნული საბჭოს ზუგდიდურ სიას პირველ ნომრად ლოთი ქობალია უძღვებოდა. ჟურნალისტებთან საუბარში ისინი აშკარად გამოთქვამდნენ ამის გამო უკმაყოფილებას. არჩევნების წინა დღეს კი, ქობალიას მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა და ქალაქიდან ოფისის ფულების გატაცებაზე და გაქცევაზე ინფორმაციაც სწორედ მათ გაავრცელეს–ალბათ იმიტომ რომ ამომრჩევლები მოეტყუებინათ და ხმები მიეღოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий